პარაზიტი, რომელიც ადამიანის კანში იბუდებს - რა ვიცით Dermatobia hominis-ის შესახებ
1752686189
გავეცით სამ მილიონ ევროზე მეტი, რათა მხარი დავუჭიროთ გაერო-ს განვითარების პროგრამის სამართლის უზენაესობის პროექტს საქართველოში, ამის დიდი ნაწილი ლტოლვილების მხარდაჭერას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.~
მისივე თქმით, გაერო-ს განვითარების პროგრამის საშუალებით ლტოლვილბი შეძლებენ საჭირო სერვისების მიღებას.
„საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. უკრაინაზე რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. ეს არის თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მშვიდობიან წესრიგზე ევროპაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გადავლახეთ ის დრო, როდესაც საზღვრები იცვლებოდა ძალის გამოყენებით ან იყო მცდელობა საზღვრების შეცვლის ძალით, სამხედრო ძალით. რუსეთმა დაარღვია ეს წესრიგი. ჩვენ ამას არ ავიტანთ. ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ, რამდენიც დასჭიდება. ეს ჩვენს უსაფრთხოებას, თავისუფლებას ზიანს აყენებს. სხვათა შორის, ეს საქართველოს უსაფრთხოებასა და თავისუფლებასაც ეხება. ჩვენ გავეცით სამ მილიონ ევროზე მეტი, რომ მხარი დავუჭეროთ გაერო-ს განვითარების პროგრამის სამართლის უზენაესობის პროექტს საქართველოში. ამის დიდი ნაწილი მიდის ლტოლვილების მხარდაჭერაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი თავის დახმარება, ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეძლებენ სერვისების მიღებას, შეძლონ ბიზნესის შექმნა. ამ რთულ დროში, როდესაც იძულებულნი არიან გაიქცნენ თავიანთი სამშობლოდან, რათა შეძლონ გარკვეული შემოსავლის მოპოვება და გადაირჩინონ თავი ამ საშინელ დროს“, – განაცხადა ფიშერმა.