1760793040
პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" რეიტინგმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - ახალი კვლევა

ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად, პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მხარდამჭერთა პროცენტულმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს - 26.5%-ს მიაღწია.
გამოკითხულთა 27% მზადაა, AfD-ს მისცეს ხმა, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) მმართველ ბლოკს ამომრჩეველთა 25%-იანი მხარდაჭერა აქვს.
გამოკითხულთა 14% მზადაა, სოციალ-დემოკრატებს (SPD) მისცეს ხმა, ხოლო 11% - მწვანეებს და მემარცხენე პარტიას.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სხვა პარტიები ვერ გადალახავდნენ ხუთპროცენტიან ბარიერს გერმანიის პარლამენტში შესასვლელად.