პარიზის სანტეს ციხიდან კადრები გავრცელდა, სადაც ღამით პატიმრები ყვირიან: სარკო, შენი დედაც, გაიღვიძე

ნიკოლა სარკოზი

ფრანგულ მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები პარიზის სანტეს ციხიდან, სადაც სასჯელს იხდის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. კადრებში ისმის სხვა პატიმრების ხმები, რომლებიც ყვირიან: „სარკო, შენი დედაც, გაიღვიძე“.

როგორც ფრანგული მედია წერს, იმ დროს, როცა ბევრი სარკოზის სასჯელის მოხდის პრივილეგირებულ პირობებზე საუბრობს, ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აწუხებენ მას პატიმრები. აღნიშნული კადრები გააკრიტიკა ფრანგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მარინ ლე პენმა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ზოგიერთები ალბათ ხარობენ ამ სიტუაციით. მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ მილიონობით ფრანგი, ჩემ მსგავსად, გრძნობს ზიზღს“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.

„ამიტომ ჩასვეს ნიკოლა სარკოზი ციხეში? იმისათვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეავიწროონ, შეურაცხყოფა მიაყენონ და სიკვდილით დაემუქრონ ნაძირალებმა, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ საკნებიდან აკრძალულ ტელეფონებზე იღებენ საკუთარ თავს? მოდით, ციხეები დავტოვოთ მათთვის, ვინც პოლიციელებს თავს ესხმის!“ - აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი, მატიე ვალე.

ცნობისთვის, სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა. გუშინ ის ციხეში შეასახლეს.