„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰამბურგიდან მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ თავად ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჰამბურგიდან მივემგზავრები მოსკოვში, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამთავრობათაშორისო საბჭოს სხდომაში მივიღებ მონაწილეობას. ახლა ჩვენ ვაძლიერებთ კავშირებს ევროკავშირთან და აქედან მივემგზავრები მოსკოვში. არის აქ შეუსაბამობა? ცხადია, რომ აქ არანაირი შეუსაბამობა არ არსებობს, რადგანაც ორივე რეალურად ხდება. როდესაც დადგება მომენტი და ჩვენ გავიგებთ, რომ შეუსაბამობა არსებობს, მაშინ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა ჰამბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ფაშინიანის თქმით, ეს ყველაფერი სომხეთის დაბალანსებული პოლიტიკის ლოგიკაში ჯდება. ცნობისთვის, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის წევრობა წინააღმდეგობაშია.
ამასთან, ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში ესმით, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის ერდროული წევრობა შეუძლებელია.
„მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანება – ეს არის მიზანი. ჩვენ გვესმის, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის ერთდროული წევრობა შეუძლებელია. გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ დღეს ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ არის. ასეთი საჭიროება თუ არ დგას, მაშინ დღეს რატომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება? როცა დრო მოვა, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მიიღეს, რათა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული გაჩენილიყო.
„დღეს ჯერ სომხეთი ობიექტურად არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და ჩვენ არ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამიტომ პირველი პრობლემა ამ გზაზე არის სტანდარტებთან შესაბამისობა. როდესაც ამ მომენტამდე მივალთ, მაშინ გაწევრიანების შესახებ განაცხადს გავაკეთებთ. მაშინ ჩვენ გვექნება ორი ვარიანტი: ან მიგვიღებენ, ან არა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ევროკავშირს არ მოუნდება შემდგომი გაფართოება. როდესაც მივალთ ამ მომენტამდე, მიუხედავად იმისა, მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში, ჩვენ მოგებული ვიქნებით, რადგანაც თუ ევროკავშირის წევრები არ გავხდებით, ჩვენ გვექნება სახელმწიფო, რომელიც სრულად იქნება შესაბამისი ევროკავშირის სტანდარტებთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.