ნატოს გენერალური მდივანი: რამდენიმე მოკავშირე აცხადებს, რომ არ მისცემენ თანხმობას უკრაინის ნატოში გაწევრიანებას - ესენია უნგრეთი, სლოვაკეთი, აშშ და კიდევ რამდენიმე სხვა

მარკ რუტე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის რამდენიმე წევრი ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია.

მისი თქმით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გაფართოებაზე თანხმობას არ აცხადებენ, არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, აშშ და კიდევ რამდენიმე სხვა მოკავშირე.

„რამდენიმე მოკავშირე აცხადებს, რომ ისინი არ მისცემენ თანხმობას უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ესენია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და კიდევ რამდენიმე სხვა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.