ნატოს გენერალური მდივანი დღეს აშშ-ში ჩავა

nk

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე დღეს შეერთებულ შტატებში ჩავა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, რუტე ვაშინგტონს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, პენტაგონის შეფს პიტ ჰეგსეტსა და კონგრესის წევრებს შეხვდება.