NATO არ გეგმავს ბირთვული იარაღის განთავსებას სხვა ქვეყნებში

 იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ამჟამად არ აქვს გეგმავს ბირთვული იარაღის განთავსებას სხვა ქვეყნებში.

კითვაზე, მიმდინარეობს თუ არა ნატოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების [Nuclear Sharing] პროგრამის გაფართოებაზე, სტოლტენბერგმა უპასუხა:

არა, აღნიშნული შეთანხმებების გაფართოების გეგმები არ არსებობს, არ იგეგმება მეტი ბირთვული იარაღის განთავსება ნატოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.Nuclear Sharing-ი ნატოს ბირთვული შეკავების პროგრამაა. პროგრამის ფარგლებში ნატოს იმ წევრ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ბირთვული იარაღი, ბირთვული ქობინები მიეწოდებათ.