ნარკოტრაფიკი და ადამიანის უფლებები საბაბი იყო აშშ-ის ინტერვენციისთვის, რადგან რეალური მიზეზი ვენესუელური ნავთობია - ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

დელსი როდრიგესი

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ნარკოტრაფიკი და ადამიანის უფლებები საბაბი იყო აშშ-ის ინტერვენციისთვის, რადგან რეალური მიზეზი ვენესუელური ნავთობია.

„ენერგეტიკული რესურსები ჩვენი და მსოფლიოს სხვა ქვეყნების განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ ენერგეტიკული ზესახელმწიფო ვართ და ამან პრობლემები შეგვიქმნა გლობალური ჩრდილოეთის ენერგეტიკული გაუმაძღრობის გამო... დაუშვებელია პარლამენტი, რომელიც უცხო ქვეყნების მთავრობებს ემსახურება და დაუშვებელია ფაშისტური სოციალური გამოვლინებები, რადგან ისინი ძალიან სახიფათო აღმოჩნდა რესპუბლიკისთვის. ექსტრემიზმმა იქამდე მიგვიყვანა, რომ მზად იყვნენ ჩვენი ქვეყანა მუხლებზე დაეჩოქებინათ და საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ ჩვენი რესურსები“, - აღნიშნა დელსი როდრიგესმა.