1754759209
ნარენდრა მოდი: ფერმერების კეთილდღეობა უპირველესია, არასდროს წავალთ კომპრომისზე მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებით, ამისთვის დიდი ფასის გადახდა მომიწევს, მაგრამ მზად ვარ

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აშშ-ის მიერ ტარიფების დაწესების ფონზე, ქვეყნის ფერმერების დაცვის პირობას დებს.
მისი თქმით, ინდოეთი არასდროს წავა კომპრომისზე თავისი ფერმერების, რძის პროდუქტების სექტორის და მეთევზეების კეთილდღეობასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის ფერმერების კეთილდღეობა უპირველესია. ინდოეთი არასდროს წავა კომპრომისზე თავისი ფერმერების, რძის პროდუქტების სექტორის და მეთევზეების კეთილდღეობასთან დაკავშირებით. და პირადად ვიცი, რომ ამისთვის დიდი ფასის გადახდა მომიწევს, მაგრამ მზად ვარ. ჩემი ქვეყნის ფერმერებისთვის, მეთევზეებისა და რძის მწარმოებლებისთვის, ინდოეთი დღეს მზადაა“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთზე დამატებითი 25 პროცენტიანი ტარიფის დაწესება გამოაცხადა, რითაც აშშ-ში ექსპორტზე ინდოეთიდან შეტანილ საქონელზე გადასახადი 50 პროცენტამდე გაიზარდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ის ნებისმიერი სავაჭრო პარტნიორისთვის.