1751399667
მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი არის ურჩხული, რომელიც შეიძლება, უკან დაბრუნდეს და ილონ მასკი შეჭამოს - ტრამპი

მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი არის ურჩხული, რომელიც შეიძლება, უკან დაბრუნდეს და ილონ მასკი შეჭამოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, ილონ მასკის წინააღმდეგ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი გამოიყენოს.
ტრამპი და მასკი ბოლო 24 საათის განმავლობაში სიტყვიერ ომში ჩაერთნენ, რის შედეგადაც მასკმა გამოთქვა თავისი პროტესტი პრეზიდენტის ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით.
მასკი ნატურალიზებული აშშ-ის მოქალაქეა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ ადვოკატებს დაავალა, პრიორიტეტი მიანიჭონ მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ შემთხვევებში, როდესაც ნატურალიზებული მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან, ტრამპმა არ მიანიშნა, რომ მასკმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.