მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი საკუთარ აუზში დაიხრჩო

ჩაო

2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის, მილიარდერის ანჯელა ჩაოს გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალების შესახებ ოჯახს ერთი თვის განმავლობაში არ ამხელდა დეტალებს, რის მიზეზდაც მიმდინარე გამოძიებას ასახელებდნენ. მარტში მიზეზი გაირკვა და თქვეს, რომ ქალი ჩაკეტილ Tesla Model X-ში, საკუთარ აუზში დაიხრჩო. იგი მაშველების დახმარებით გამოიყვანეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო - ის ძალიან დიდხანს იმყოფებოდა წყლის ქვეშ და ვერ მოასულიერეს. ამბობენ, რომ მან არასწორად გამოიყენა სენსორული ეკრანი, რამაც გამოიწვია მანქანის უკან გადაადგილება.

ანჯელა ჩაო იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალი შეერთებულ შტატებში. ის იყო Foremost Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გემებით ტვირთების გადაზიდვის სფეროში. ის ასევე იყო აშშ-ს ტრანსპორტის ყოფილი მდივნის ელეინ ჩაოს და.
უბედური შემთხვევა, რომელიც ანჟელა ჩაოს სიცოცხლედ დაუჯდა, 2024 წლის 10 თებერვალს მოხდა. Wall Street Journal-ის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, წინა დღეს 50 წლის მილიარდერმა მეგობრები თავის რანჩოში მიიწვია, ტეხასში. ჩინური ახალი წელი აღნიშნეს და ქალბატონმა მეგობრები სასტუმრო სახლში დატოვა. თვითონაც სასწრაფოდ წავიდა სახლში, რადგან იქ 3 წლის შვილი ელოდა. დროის დაზოგვის მიზნით, მან გადაწყვიტა Tesla Model X-ით წასულიყო -თუმცა ფეხით მისვლას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდებოდა.

წასვლიდან რამდენიმე წუთში პანიკურად დაურეკა მეგობრებს. ყვიროდა, რომ შემთხვევით უკან დაიხია, მანქანა ამოტრიალდა და აუზში ჩაძირვა დაიწყო.
ქალის მეგობრებმა სასწრაფოდ გამოიძახეს მაშველები, რელიეფის გამო აუზამდე ფეხით სიარული მოუწიათ. ამის შემდეგ მათ კიდევ ერთი პრობლემა შეექმნათ - არც ლუქი და არც კარი გაიღო, ქალის ხაფანგიდან გამოსაყვანად. მაშველები ძალიან შეშფოთდნენ, რადგან მათ საქმე ჰქონდათ ელექტრო მანქანასთან წყალში. თუმცა ელექტრომობილები ისეა დაპროექტებული, რომ წყლის ქვეშაც კი არ წარმოადგენენ საფრთხეს. ანჯელა ჩაო  მიწაზე გადმოიყვანეს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო.

ანჯელა ჩაოს გარდაცვალების გარემოებები ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს. მათი თქმით, მას მხოლოდ ერთი წუთი რჩებოდა ჩაძირული მანქანიდან გადმოსასვლელად. მისი გადარჩენა შეიძლებოდა ღილაკზე დაჭერით, ფანჯრის დასაწევად, მაგრამ მან ეს მვერ მოახერხა. ექსპერტების აზრით, სიტუაციაში დამნაშავე არავინაა და ეს, უბრალოდ, უბედური შემთხვევაა.