მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა

აზია

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აქვეყნებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს კლიმატური კატასტროფებით ყველაზე მეტად აზია დაზარალდა.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს აზიაში 79 წყალთან დაკავშირებული კატასტროფა მოხდა, რომელთა 80%-ზე მეტი წყალდიდობა იყო, რასაც, საერთო ჯამში, 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი, 2023 წელს მთელ მსოფლიოში ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც აზიაში განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო. ანგარიშის თანახმად, იაპონიაში ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა, ჩინეთის დიდ ნაწილში გვალვა იყო. ასევე დაჩქარებული ტემპით ლღვება აზიის მყინვარების უმეტესობა.