VIDEO: „განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ხვალინდელი დღე“ - ცაგარელი 2026 წლის პირველი ახალმთვარეობაზე
1768563120
მინეაპოლისში, ამერიკის მოქალაქე ალია რაჰმანი ფედერალურმა მიგრაციულმა აგენტებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს საკუთარი ავტომობილიდან და დააკავეს იმ დროს, როცა ის სამედიცინო ვიზიტზე მიემართებოდა. ამის შესახებ თავად რაჰმანმა განაცხადა. მისი დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
რაჰმანი გადაიყვანეს დაკავების ცენტრში, სადაც, მისი თქმით, სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და მან გონება დაკარგა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ (DHS) განაცხადა, რომ რაჰმანი „არეულობას იწვევდა“ და ხელს უშლიდა ICE-ის აგენტებს რეგიონში ჩატარებული დაკავებების დროს.
რაჰმანი,ექიმთან ვიზიტზე ტრავმული ტვინის დაზიანებების ცენტრში მიდიოდა, როდესაც გზაჯვარედინზე ფედერალურ აგენტებს შეხვდა.
კადრებში ჩანს, როგორ ამტვრევენ აგენტები მისი ავტომობილის მინას და ძალის გამოყენებით გამოჰყავთ ქალი მანქანიდან, მაშინ როცა ადგილზე შეკრებილი ხალხი პროტესტს გამოხატავს.
თავად რაჰმანმა, რომელიც შშმ პირია, განმარტა, რომ მოძრაობა არ შეეძლო და სწორედ ამ ვითარებაში დააკავეს ძალადობრივად.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო ამ ვერსიას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ რაჰმანმა არ შეასრულა მოთხოვნა ავტომობილის გადაადგილების შესახებ.
უწყების ინფორმაციით, ის კიდევ ექვს პირთან ერთად დააკავეს, რომლებიც ასევე „არეულობის გამომწვევებად“ შეაფასეს.
ამ ეტაპზე არ დაკონკრეტებულა, წაუყენეს თუ არა რაჰმანს ბრალდება ან მიიღო თუ არა მან საბოლოოდ სამედიცინო დახმარება დაკავების პერიოდში.