მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიას, მათ ცოტა ხნის წინ „პეტრიოტის“ ორი სისტემა გვაჩუქეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი

გერმანია უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას გადასცემს, –  ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ონლაინ მიმართვის დროს გააკეთა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიას. მათ ცოტა ხნის წინ „პეტრიოტის“ ორი სისტემა გვაჩუქეს და ჩვენ მათ გამოყენებას ვეუფლებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე წარუმატებელია, რის გამოც კრემლის ლიდერმა ენერგეტიკული კამპანია დაიწყო და უკრაინის დასუსტებას ცდილობს.

უკრაინული მედიის ცნობით, 2 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემის „პეტრიოტის“ კომპონენტი გააძლიერა.