მილსადენ „დრუჟბის“ საშუალებით ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდება აღდგენილია

დრუჟბი

მილსადენ „დრუჟბის“ საშუალებით ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდება აღდგენილია. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ნავთობსადენი უკრაინული ძალების მიერ 18 აგვისტოს, „ნიკოლსკოეს“ სადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად იყო დაზიანებული. ამჟამად ნავთობის მიწოდება განახლდა სლოვაკეთისთვის. უფრო ადრე კი უნგრეთისთვის აღდგა.

ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთიდან ევროპაში ნავთობის მიწოდებისთვის ერთ-ერთი საკვანძო მილსადენია. მილსადენი ბელარუსის ტერიტორიაზე ორ მიმართულებად იყოფა. ჩრდილოეთის ხაზი – ბელარუსის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და გერმანიის, ხოლო სამხრეთის უკრაინის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებს გადის.