გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
მედიის ცნობით, ქალაქ ღაზაში ისრაელის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს სამი პალესტინელი ემსხვერპლა.
ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი პალესტინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქის აღმოსავლეთ რაიონში მოხდა, რომელიც ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ისრაელის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა.
როგორც Times of Israel-ი სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, სამი ეჭვმიტანილი აღნიშნულ რაიონში განთავსებულ სამხედროებს მიუახლოვდნენ. ჯარისკაცებმა თავდაპირველად გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, თუმცა ეჭვმიტანილებმა მიახლოება გააგრძელეს, რის შემდეგაც მათ საავიაციო ცეცხლი გაუხსნეს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ გააფრთხილეს პალესტინელები, არ მიუახლოვდნენ ღაზაში განთავსებულ სამხედროებს.