1748980445
"მასობრივი მოწამვლა „მიხაილ ბულგაკოვზე“, უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია - დაზარალებულთა შორის, არიან ბავშვებიც

რუსეთში, კრუიზის დროს მგზავრების მასობრივი მოწამვლა მოხდა. რეისიდან სასწრაფოდ ასობით ტურისტი გაიყვანეს; მათ ექიმები და სპეციალისტები ამოწმებენ. SHOT CHECK-ის მონაცემებით, მგზავრების მესამედზე მეტი როტავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები უჩიოდა.
დაავადების შემთხვევების შესახებ პირველი ცნობები 12 მაისს გამოჩნდა ამავე მარშრუტით განხორციელებული წინა რეისის დროს. მგზავრების თქმით, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ბევრს ნაწლავური ინფექცია დაუდგინდა. თუმცა, გემი განაგრძობდა მოძრაობას საჭირო სანიტარიული ზომების გატარების გარეშე.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფექცია შესაძლოა ერთი რეისიდან მეორეზე გადასულიყო. ყველა დაზარალებულს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.გემ „მიხაილ ბულგაკოვზე“ მოწამლულებს აღენიშნებათ სატურაციის დაქვეითება და გაუწყლოება. მოწამლული ადამიანების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია. დაზარალებულებს შორის ასევე არიან არასრულწლოვნები. ინფექციის წყაროდ მდინარის წყალი ითვლება. ამის შესახებ ტელეგრამარხმა „SHOT CHECK“-მა განაცხადა.გემის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, კრუიზის დროს მათ რამდენჯერმე მოუწიათ სასწრაფო დახმარების გამოძახება. ეკიპაჟის წევრებს გემის რესტორნებსა და სასადილოებში ჭამის ეშინოდათ არაჰიგიენური პირობებისა და გულისრევის გამომწვევი სუნის გამო. ჭურჭლის გასარეცხად სავარაუდოდ, ჭუჭყიანი მდინარის წყალი გამოიყენებოდა.