მასკი ფიქრობს, რომ მან საკუთარ თავს რეპუტაციული ზიანი თავად მიაყენა

ილონ მასკი

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ყველაზე მეტი რეპუტაციული ზიანი საკუთარ თავს მან თავად მიაყენა.

„შემაშფოთებელია, ჩემი რეპუტაციის წინააღმდეგ რამდენი ძალისხმევა იყო ჩადებული, განსაკუთრებით ჩემს მიერ“, - დაწერა მასკმა.