ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
ჩვენ არ გვექნება უსაფრთხოება ევროპაში, ვიდრე არ მოხდება სიტუაციის სტაბილიზაცია ჩვენს კონტინენტზე და ევროკავშირის გაფართოებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, – ეს განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოზმა კოპენჰაგენში გააკეთა, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება.
ამ მოლაპარაკებებს ესწრებიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც.
„ჩვენ დღეს განვიხილავთ როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ პროცესი უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ეს გახლავთ ორი ქვეყანა, რომლებმაც ყველაფერი შეასრულეს, რისი გაკეთებაც იყო საჭირო. მათ შეასრულეს საშინაო დავალება. ესაა ორი ქვეყანა, რომელთა სკრინინგიც შეგვიძლია, დავასრულოთ ექვსივე კლასტერში, წელს და შეგვიძლია , როგორც იქნა გავხსნათ მოლაპარაკებები კლასტერში სახელწოდებით „საბაზისო“. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა, აღვნიშნო – არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები – ესაა ევროკავშირში შესვლის პროცესის ხერხემალი და სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ძალისხმევას ჩავდებთ, რათა ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები“, – განაცხადა მარტა კოსმა.
კითხვაზე, თუ არის კმაყოფილი ევროკავშირი უკრაინის მიერ მიღებული ანტიკორუფციული კანონმდებლობით, ევროკომისარმა უპასუხა, რომ ძირითადად მოთხოვნები შესრულებულია, თუმცა არსებობს კიდევ ნაბიჯები, რომლებიც კიევმა ამ კუთხით უნდა გადადგას და უკრაინის მთავრობა ბრიუსელს დაჰპირდა, რომ ეს გაკეთდება. მარტა კოსმა ასევე ისაუბრა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესაძლო განცალკევებაზეც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ უკრაინის პოზიციაა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა დაიწყოს და ევროკომისიის პოზიციაც ანალოგიურია, რომ ეს ერთდროულად უნდა მოხდეს. უკვე შემდეგ მოხდება ამ ქვეყნების გაწევრიანების პროცესის ბუნებრივი განცალკევება, რადგანაც ჩვენ კლასტერ-კლასტერ და რეფორმა-რეფორმის მიხედვით გავყვებით პროცესს და შემდეგ ამ ქვეყნების განვითარება განსხვავებული იქნება, მაგრამ საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის ერთდროულად გავაკეთოთ. ჩვენ ცხადია, ვმუშაობთ უნგრეთთან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წუხილები. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რა დროსაც ჩვენ რეალურად უნდა წავიწიოთ წინ გაფართოების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ გაჩერებული. ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე ისტორიაში არასდროს გაგვიკეთებია. ვგულისხმობ, იმას რომ ჩვენ დავასრულებთ სკრინინგს ექვს კლასტერში, წელსვე, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ასე რომ, ტექნიკური მხარეს მუშაობა გრძელდება, მაგრამ ცხადია, საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერა“, – განაცხადა ევროკომისარმა, მარტა კოსმა.
მისივე თქმით, „ევროკავშირი ახლა იმყოფება უჩვეულო გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც არსებობს გარე ძალები, რომელთაც სურთ, რომ ევროკავშირი იყოს წარუმატებელი.“
„ამ შემთხვევაში, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ უკრაინაზე. საპარლამენტო არჩევნებია მოლდოვაში სექტემბრის ბოლოს და რუსეთი რეალურად ცდილობს და დიდ ფულს აბანდებს, რომ მოლდოვა იყოს წარუმატებელი, რომ მოლდოვა არ წავიდეს ევროპული გზით და ეს ცხადია, ასევე იქნება ჩემი აზრით, ევროკომისიის წარუმატებლობაც“, – განაცხადა მარტა კოსმა.
მისივე განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა არის უსაფრთხოების გარანტიების პოლიტიკური მდგენელი და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ გადაიხედება.
ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020