მაკრონი: ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა უკრაინის ნატოში გაწევრება

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოავლინა.

გუშინ, ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა უკრაინის ნატოში გაწევრება, რაც რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მთავარი დაბრკოლებაა.