მაკრონი: ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება განხილული

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ზელენსკის მიერ იქნება განხილული.

„ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება განხილული, ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, აშშ-ს სურვილია, ალასკაზე გასამართ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს.

„ამერიკის სურვილია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინასთან განიხილონ“, - დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.