მაკრონი: ჩვენ ვლადიმერ პუტინთან საუბარი დაგვჭირდება. პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება

მაკრონი და პუტინი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა დასჭირდება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის ლიდერმა ევროპული საბჭოს სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინთან საუბარი „სასარგებლო იქნება“.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ, ევროპელებმა და უკრაინელებმა, შესაბამისი დისკუსიის დასაწყებად ჩარჩო უნდა გამოვნახოთ“, - ციტირებს Politico მაკრონს.

გამოცემის ცნობით, მაკრონის განცხადებამ უკრაინა-ამერიკისა და აშშ-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების აქტივიზაციის ფონზე გაიჟღერა. მაკრონის თქმით, ევროპელებმა არ უნდა დაუშვან, რომ დისკუსია მხოლოდ „შუამავლებმა“ აწარმოონ.