4400 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1755542420
ამ წუთებში, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან. ურსულა ფონ დერ ლაიენის, კირ სტარმერის, მარკ რუტესა და ჯორჯია მელონის გარდა, შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ მასთან ჩასულ ევროპელ ლიდერებსა და NATO-ს გენერალურ მდივანს პუტინის მიერ დაყენებულ მოთხოვნებს გააცნობს. მედიის ინფორმაციით, კრემლი დონეცკის ოლქის მთლიანად დათმობას ითხოვს, სანაცვლოდ კი უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს, ასევე ფრონტის ხაზს გაყინავს ხერსონსა და ზაპოროჟიეში. დათანხმდება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას ომის დასრულების სანაცვლოდ, უახლოეს საათებში გაირკვევა - ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში ვაშინგტონია.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პარასკევს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტი გამართა, რომელზეც ზელენსკი არ იყო მიწვეული. ტრამპმა სამიტს „პროდუქტიული“ უწოდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შედგა.