ლატვიის პრეზიდენტი: გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია

ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია.

მისი თქმით, აშშ-სა და დანიას შორის არსებული საკითხის გადაჭრა დიალოგის გზით შეიძლება.

„დანია ძლიერი დემოკრატია და ნატო-ს სანდო მოკავშირეა. გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია. აშშ-ის ლეგიტიმური უსაფრთხოების საჭიროებების გაგების შემდეგ, მჯერა, რომ მათი მოგვარება შესაძლებელია დანიასა და აშშ-ს შორის პირდაპირი დიალოგის გზით და კოლექტიური თავდაცვის ჩარჩოებში“,- წერს რინკევიჩი. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ცოტა ხნის წინ, დანიას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ფინეთისა და შვედეთის ლიდერებმა.