კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი და ტრამპი პირისპირ შეხვედრაზე ჯერ არ შეთანხმებულან

პუტინი და ტრამპი

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები 4 ივნისს გამართულ სატელეფონო საუბრისას პირისპირ შეხვედრაზე არ შეთანხმებულან, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.

„საუბრის დროს შეთანხმება არ ყოფილა, რადგან სახელმწიფოს მეთაურებს შორის არსებობს საერთო მოსაზრება, რომ შეხვედრა აუცილებელია. შეხვედრა კი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვის თქმით, პრეზიდენტებს შორის საუბარი კონსტრუქციული იყო.

„პრეზიდენტებმა მართლაც ბევრი არსებითი და მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს“, - დასძინა პესკოვმა.

პუტინმა და ტრამპმა ამერიკელი ლიდერის თანამდებობის დაკავების შემდეგ მეოთხე სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელიც 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

პუტინმა და ტრამპმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს.