კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავეს, რომელთაც შენობა ჰქონდათ ბლოკირებული

ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავა, რომელთაც შენობა ჰქონდათ ბლოკირებული

ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტში დაბანაკებული პალესტინის მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავა.

აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტის შენობა დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ჰქონდათ ბლოკირებული, რის შემდეგაც ტერიტორიაზე პოლიცია შევიდა.

პოლიციის სპიკერის განცხადებით, კამპუსი სტუდენტებისგან სამ საათში დაცარიელდა.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩებშიც.

კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია, რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. სტუდენტები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, უნივერსიტეტის მიერ ისრაელთან ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასჯილი სტუდენტებისა და ლექტორების ამნისტიას ითხოვენ.