მამა-შვილს მანქანით გადაუარეს - სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც
1767716517
კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ კოლუბიის მიმართ დონალდ ტრამპის მუქარა უკანონოა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ მთელი ვენესუელელი, კოლუმბიელი და ლათინოამერიკელი ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს.
ამასთან, პეტრომ აღნიშნა, რომ ელოდება ტრამპის განცხადებების ოფიციალურ თარგმანს და უფრო კონკრეტულ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.
„დღეს ვნახავ, ითარგმნება თუ არა ტრამპის ინგლისური სიტყვები ისე, როგორც ამას ეროვნული პრესა იუწყება. ამიტომ, მათ ვუპასუხებ მოგვიანებით, ვიდრე არ გავიგებ, რას ნიშნავს სინამდვილეში ტრამპის უკანონო მუქარა. რაც შეეხება ბატონ რუბიოს, რომელიც ხელისუფლებას პრეზიდენტისგან გამოყოფს და ამბობს, რომ პრეზიდენტს არ სურს თანამშრომლობა, მაშინ, როცა ხელისუფლებას სურს, მოვუწოდებ მას, წაიკითხოს კოლუმბიის კონსტიტუცია, რადგან მისი ინფორმაცია სრულიად არასწორია“, – წერს გუსტავო პეტრო.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კოლუმბიის მთავრობას „ავადმყოფი ადამიანი მართავს“.
„ჩვენ გვყავს ძალიან ავადმყოფი მეზობელი, ის მეზობლად შეიძლება ჩაითვალოს და ეს არის ვენესუელა. კოლუმბიაც ძალიან ავადაა. მას მართავს ავადმყოფი კაცი, რომელიც კოკაინს აწარმოებს და შეერთებულ შტატებში ყიდის. ის დიდხანს ვეღარ გააკეთებს ამას. მას აქვს კოკაინის ქარხნები და ფაბრიკები. დიდხანს ვეღარ შეძლებს ამას“, – განაცხადა ტრამპმა. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს დაუსვა კითხვა, ჩაატარებს თუ არა შეერთებული შტატები ოპერაციას კოლუმბიაში. „კარგად ჟღერს ჩემთვის. იცით რატომ? რადგან ისინი ბევრ ადამიანს კლავენ“, – უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.