ხარკოვის ოლქზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა - საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც

xarkovi

ერთი მოქალაქე დაიღუპა გასულ ღამით, ხარკოვის ოლქზე, კერძოდ კი კუპიანსკის რაიონზე იერიშის შედეგად. დრონის აფეთქების შედეგად, არიან დაჭრილებიც. განადგურდა კერძო სახლები და მეურნეობები.

საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. სარატოვში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი ამ წუთებშიც უკიდია. დაზიანებულია ტექნიკური აღჭურვილობა. ობიექტზე დარტყმა უკრაინის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს.

საბრძოლო მოქმედებების ფონზე, თეთრმა სახლმა "ფრანც პრესს" დაუდასტურა "პოლიტიკოს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას ნაწილობრივ შეწყვეტს და ამის მიზეზად ამერიკელი ხალხის ინტერესები დასახელდა.