კაცმა დნმ-ის ტესტი გააყალბა, რათა ბავშვისთვის ალიმენტი არ გადაეხადა (უცხოეთი)

დნმ

ბრიტანელმა ქალმა მოახერხა დაემტკიცებინა, რომ მისი შვილის მამამ დნმ-ის ტესტი გააყალბა, რათა ალიმენტი არ გადაეხადა. საუბარია 125 000 დოლარზე. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

2022 წელს, მამაკაცი ქალს ბავშვის გაჩენიდან 3 დღეში დაშორდა. ამის შემდეგ კი დნმ-ის ტესტის ჩატარება მოითხოვა. მამაკაცმა დნმ-ის პასუხი სასამრთლოშიც წარადგინდა, თუმცა ქალი საკუთარ თავში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ არ დანებებულა. მან მამაკაცის დედა დაარწმუნა, რომ ნიმუშები სხვა ლაბორატორიაში წაეღოთ. ამის შემდეგ კი შედეგებმა სულ სხვა პასუხები აჩვენა.

საბოლოოდ, ლაბორატორიაში მომუშვე პერსონალიდან ერთ-ერთმა აღიარა, რომ ნიმუშები შეცვალა.

ორივე თანამზრახველს თაღლითობის მიზნით შეთქმულებაში დაედო ბრალი. მათ 50 და 33 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს.