კაცი, პოლიციისგან რომ თავი დაეღწია, ძაღლის სახლში დაიმალა (რუსეთი)

ძაღლის სახლი

ურალში მსჯავრდებულმა, რომელსაც სასამართლომ სასჯელის სახით იძულებითი შრომა მიუსაჯა, პოლიციის მეთვალყურეობისგან თავის დაღწევა უცნაური გზით სცადა. კაცმა გადაწყვიტა, რომ ძაღლის სახლში დამალულიყო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„სისერცკის რაიონში დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულმა იძულებითი შრომის სახით სასჯელი რომ არ მოეხადა, გადაწყვიტა თავი ძაღლის სახლისთვის შეეფარებინა და ძაღლი სახლიდან გააძევა... ახლა მოქალაქე სასჯელს მოიხდის ციხეში“, - ნათქვამია ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში