კაკაოს მსოფლიო მარაგი საფრთხეშია - მეცნიერები გამოსავალს ეძებენ

კაკაო

მსოფლიო შოკოლადის წარმოება საფრთხის ქვეშაა, რადგან სპილოს ძვლის სანაპიროსა და განაში კაკაოს ხეებს  სწრაფად გავრცელებადი ვირუსი შეეყარათ, რომელიც გამოწვეულია პატარა მწერებით, სახელწოდებით mealybugs. შედეგად, მოსავლის 15-დან 50%-მდე იკარგება, ნათქვამია კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში PLOS One.

აღმოჩნდა, რომ პესტიციდები მავნებლებზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ ფერმერები ვირუსის მიმართ მდგრადი ჯიშების მოყვანას ცდილობენ. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში, განაში 254 მილიონზე მეტი კაკაოს ხე დაიღუპა. არსებული ვაქცინა საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ ამერიკელმა მეცნიერებმა შესთავაზეს ნამყენი ღეროების დარგვის კონკრეტული სქემა.
მისი შედგენისას მხედველობაში იქნა მიღებული მწერების გადაადგილების თავისებურებები და გაკეთდა გათვლები, თუ რა მანძილზე უნდა დაირგოს ხეები ერთმანეთისგან ისე, რომ ნამყენი ტოტები დაცული იყოს. განაში ჩატარებული საპილოტე ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. მოდელები ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია, მაგრამ ავტორები იმედოვნებენ, რომ ისინი შეაჩერებენ ვირუსის გავრცელებას და დადებით გავლენას მოახდენენ ფერმერების მოგებაზე და კაკაოს გლობალურ მარაგებზე.

ასევე ნახეთ:

სკანდალური სასამართლო პროცესი - რა ჩვენება მისცა ნათელმხილველმა, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე

„ჩაჭერილი აქვს ჩემზე...“ - სალომე უშხვანის და ანი ყიფშიძის დაპირისპირება პიკს აღწევს