ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.
მისი თქმით, ომები მხოლოდ დიპლომატიით შეიძლება, დასრულდეს და ომები მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ორი მხარე ისაუბრებს.
„საბოლოო ჯამში, ომები მხოლოდ დიპლომატიით შეიძლება, დასრულდეს და ომები მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ორი მხარე ისაუბრებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპის შუამავლობით, ისე, როგორც საუბარი მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოლაპარაკებების დაწყებას ვიხილავთ. ჩვენ ვიხილავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი საბოლოოდ შეასრულებს თავის სიტყვას, რადგან მან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ოთხჯერ განაცხადა, რომ მას მშვიდობა სურს!“, – განაცხადა ჯონ ჰილიმ.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის გარეშე შეუძლებელია.
„ეს პუტინზე ზეწოლის საკითხია. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი მოლაპარაკება, მათ შორის ალასკაში გამართული მოლაპარაკებები და მის მიღმაც, დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებს თუ არა პუტინი იმას, რასაც ამბობს. მზადაა თუ არა პუტინი, როგორც თავად ამბობს, მშვიდობისთვის? და, უკან დაიხევს თუ არა ის იმ ომიდან, რომელსაც უკვე სამწელიწადნახევარია აწარმოებს უკრაინაში“, – განაცხადა ჯონ ჰილიმ.