ჯო ბაიდენმა და იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ღაზაში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს

ჯო ბაიდენმა და იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ღაზაში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ღაზაში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს.

„მათ ხაზგასმით აღნიშნეს „ჰამასის“ მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც გაზრდის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზაში,”-ნნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც მოიცავს გზას პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ, ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიებით.
ბაიდენმა ასევე მადლობა გადაუხადა მეფე აბდულა მეორეს გაწეული ძალისხმევისთვის.

აბდულა მეორემ კი გააფრთხილა ბაიდენი, რომ ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმა, სადაც 1.4 მილიონი იძულებით გადაადგილებული პალესტინელია, ახალი ხოცვა-ჟლეტის საფრთხეს წარმოშობს.