„ეს დღეც დაგვიდგა მეგობრებო...“ - ნინიკო მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750535920
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანეს.
ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.
ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია საქართველოს 500-ზე მეტ მოქალაქეს.
ეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. მისი განმარტებით, ქართულმა მხარემ, ისრაელის შესაბამის უწყებებთან მუშაობით შეძლო, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ ჩამოეყვანათ.
„შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ისრაელის საემიგრაციო სამსახურში იმყოფებოდნენ, უსაფრთხოდ ჩამოგვეყვანა სამშობლოში.
საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, არის ცხელი ხაზი, რომელზეც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და მიიღოს ინფორმაცია თუ როგორ შეუძლია დატოვოს ისრაელი, - აღნიშნა ალექსანდრე ხთისიაშვილმა.