გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) განცხადებით, ირანზე განხორციელებული თავდასხმის დროს ისლამური რესპუბლიკის მაღალი რანგის სამხედრო პირების ლიკვიდაცია მოხდა.
კერძოდ, „ცაჰალის“ ინფორმაციით, ლიკვიდირებულები არიან: ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მოჰამედ ბაყერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი და ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის „ხატამ ალ-ანბიას“ მეთაური, გენერალი გოლამალი რაშიდი.
ამასთან ერთად, როგორც ისრაელის თავდაცვის არმია წერს, ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ორასზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობდა. მათ ირანში ასზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.
ცნობისთვის, ისრაელმა გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებული არიან ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.