ისრაელის ქალაქ ბეით შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები

ისრაელი

ისრაელის ქალაქ ბეით შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ  ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა, რამაც საზოგადოებრივი თავშესაფარი და მიმდებარე სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.