ირანზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს შავი ღრუბელი მოაცილა - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა „შავი ღრუბელი“ მოაცილა ახლო აღმოსავლეთის რეგიონს.

„ჩვენ შავი ღრუბელი მოვაცილეთ თქვენს ქვეყანას. მას ირანი და მისი ბირთვული პოტენციალი ერქვა და ჩვენ ეს ღრუბელი ძალიან სწრაფად, ძლიერად და მძლავრად გავანადგურეთ. ეს რეალური ღრუბელი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთზე, ახლა კი, მათ გარიგება სურთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ფორუმზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბირთვული ობიექტების მშენებლობისას განსაკუთრებული სიფრთხილე და დაკვირვებაა საჭირო.