„მოულოდნელად იწყება ახალი თავგადასავალი...“ - ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის
1749492625
მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ უჭერდნენ მხარს ევროპული ქვეყნები ისრაელის სამხედრო ბირთვულ საქმიანობას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ირონიაა, რომ ისინი, ვინც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე საუბრობენ, თავად აქტიურად არიან ჩართულნი ისრაელის რეჟიმის ბირთვული იარაღით აღჭურვასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში.
ირანული მედიის თანახმად, ირანის სადაზვერვო სამსახურებმა რთული „საველე“ და „კიბეროპერაციის“ დროს წარმატებით მოიპოვეს ისრაელთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტები და მასალები მალე გასაჯაროვდება.