ირანის აღმოსავლეთით მდებარე შაჰიდ ჰაშემი ნეჯადის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდა

ფრენები

ირანის აღმოსავლეთით მდებარე შაჰიდ ჰაშემი ნეჯადის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში მდებარე ყველა აეროპორტებიდან შიდა და საერთაშორისო ფრენები კვლავ შეჩერებულია გაურკვეველი ვადით. ფრენების შეჩერების გამო ათასობით ირანელი სხვადასხვა ქვეყანაშია დარჩენილი.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში ბრუნდებიან.