სიახლე აშშ-ში წასვლის მსურველთათვის
1765390872
პოლონეთის კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „მძიმედ არის ავად“. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
„ევროკავშირი, როგორიც დღეს არის, უბრალოდ მძიმე ავადმყოფობაა. ეს ავადმყოფობა უნდა განიკურნოს“, - თქვა მან PiS-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
კაჩინსკიმ მხარი დაუჭირა პოლონეთის წევრობას ევროკავშირში, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის „ძალიან რადიკალურად უნდა გადაკეთდეს“.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირში ყოფნას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირს, მაგრამ ის ძალიან რადიკალურად უნდა გადაკეთდეს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მის საწყისებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე უნდა გადავჭრათ ყველა ეს პრობლემა“, - დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
სიახლე აშშ-ში წასვლის მსურველთათვის
1765390872