იაპონიაში სუმოისტებით სავსე თვითმფრინავი წონის გადაჭარბების გამო ვერ აფრინდა

სუმოისტები

იაპონიაში თვითმფრინავმა, რომლითაც სუმოისტები სპორტულ შეჯიბრებაზე მიდიოდნენ, ჭარბი წონის გამო აფრენა ვერ შეძლო. კურიოზულ შემთხვევის შესახებ იტყობინება The Japan News.

გამოცემის თქმით, გამგზავრების წინა დღეს Japan Airlines-ის თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ ერთ-ერთ რეისზე ათობით სუმოისტი იყო დარეგისტრირებული. საშუალოდ, ერთი სპორტსმენი იწონიდა 120 კილოგრამს, რაც ბევრად აღემატება მგზავრის საშუალო წონას - 70 კილოგრამს. ამიტომ, ავიაკომპანიის მენეჯმენტს მოუწია დამატებითი ფრენის ორგანიზება ზოგიერთი მძიმე წონიანისთვის. სხვათა შორის, სუმოისტები უკანაც იმავე სქემით გაფრინდნენ - სხვადასხვა რეისებით.

ასევე ნახეთ: 

ცნობილი სახეები ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილში - ნახეთ ფოტოები

„თავი აქვს გაჩეხილი...“ - ვინ არის მამის მიერ მოკლული შვილი

„მიყვარხარ...“ - ხატია ბუნიათიშვილის ოჯახური იდილია