გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
იაპონიაში, 71 წლის მამაკაცს სოკოს კრეფის დროს დათვი დაესხა და თავი მოაგლიჯა. ხელისუფლება დათვების საფრთხის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, 71 წილის პენსიონერი ფუჯივარაიოიოში, რომელიც ქალა შიზუკუიშის მკვიდრია ოთხშაბათს, სოკოს დასაკრეფად წავიდა და გაუჩინარდა.
სამართალდამცველებმა მისი დანაწევრებული სხეულის პოვნის შემდეგ დაასკვნეს, რომ მამაკაცი დათვის თავდასხმას ემსხვერპლა. მას სხეულზე დიდი ზომის ნაიარევები ჰქონდა.
"71 წლის მამაკაცი, რომელიც ტყეში სოკოს კრეფის შემდეგ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ნაკაწრების გამო, ვვარაუდობთ, რომ მას დათვი დაესხა თავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ ისინი დათვების გამოჩენას ელოდნენ, რადგან მათი დასახლების ირგვლივ ბევრი ფერმაა, თუმცა ვერ იფიქრებდნენ, რომ დათვები ადამიანებს დაესხმებოდნენ თავს.