"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში წითელ ჯვარს კიდევ ერთი ისრაელელი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ავრცელებს.
ისრაელის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულმა ინსტიტუტმა ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარა. ექსპერტიზის შედეგების თანახმად, ცხედარი უფროს სერჟანტს ტალ ჰაიმის ეკუთვნის.
41 წლის ჰაიმი „ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბერს მოკლა და ცხედარი გაიტაცა. „ცაჰალის“ ინფორმაციით, მისი მკვლელობის შესახებ ცნობილი 2023 წლის 13 დეკემბერს გახდა. ჰაიმის მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.