1750918837
„ჰამასი“ - ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მძევლების გასათავისუფლებლად მედიატორები ძალისხმევას აძლიერებენ, თუმცა ისრაელთან მოლაპარაკებები ჩიხშია

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მძევლების გასათავისუფლებლად მედიატორები ძალისხმევას აძლიერებენ, თუმცა ისრაელთან მოლაპარაკებები ჩიხშია. ამის შესახებ „ჰამასში“ აცხადებენ.
ამავე დროს, ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში ისრაელის იერიშის შედეგად 45 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში კი აცხადებენ, რომ „ჰამასის“ მიერ მოწყობილ აფეთქებას შვიდი სამხედრო ემსხვერპლა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დასრულების პარალელურად, გარკვეულ პროგრესს ღაზაშიც ელოდებიან.
„ბიბისისთან“ საუბარში, „ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად კონტაქტებში ინტენსიურად არიან ჩართული, თუმცა, ახალი წინადადებები ჯერჯერობით არ ყოფილა“.
ისრაელის მხარე მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში კვლავ რჩება მნიშვნელობანი უთანხმოებები.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში მაისის ბოლოს შევიდა.