„გოგონა ჩანთის სამაჯურით დაახრჩო და სხეული ტყეში დამალა...“ - მამაკაცს შეყვარებულის მკვლელობისთვის განაჩენი გამოუტანეს (უცხოეთი)

mkvleloba

აშშ-ში მამაკაცი დამნაშავედ ცნეს შეყვარებულის მკვლელობასა და მისი ცხედრის ტყეში დამალვის გამო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ერთ საათში გამოიტანეს. 

პროკურორების თქმით, მამაკაცმა შეყვარებული ჩანთის სამაჯურით დაახრჩო, რადგან გოგონას მასთან დაშორება სურდა. თუმცა, სხეულის დაშლის გამო, პოლიციამ სიკვდილის ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინა. 

წყვილი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთად იყო. გოგონას ცხედარი ტყეში მშენებელმა იპოვა. 

სათვალთვალო კადრებში, სავარაუდოდ, ჩანს, რომ გოგონა თავისი ბინიდან გამოდიოდა, ხელში კი ჩანთა ეჭირა ვერცხლისფერი ჯაჭვებით. 

კადრებში ასევე ჩანს, რომ მამაკაცი შენობიდან დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ გამოვიდა. ამის შემდეგ მამაკაცი აღარ უნახავთ ვიდეოკადრებზე, რადგან ის ბინაში არ დაბრუნებულა.

მოგვიანებით გამომძიებლებმა გოგონას ჩანაწერი იპოვეს, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე იყო გაკეთებული: „კიდევ ერთი დეპრესიული და ფიზიკური ძალადობის დღე. მე ვფიქრობ, რომ მას მოსწონს ამის გაკეთება“.

გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს ქალის მრავალი ფოტო „2021 წლიდან დაჟეჟილობით და შეშუპებული თვალით, ასევე მკერდზე წითელი ნიშნით".

ეჭვმიტანილმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მისის შეყვარებული კვირების განმავლობაში არ უნახავს. 

მას ოფიციალურად ბრალი წაუყენეს 2023 წლის სექტემბერში. მისი საბოლოო განაჩენი დაგეგმილია სამშაბათს, 11 ნოემბერს.