გოგო რომ გაეჩინა, ქალი ზედიზედ 15-ჯერ დაფეხმძიმდა (აშშ)

ორსული

აშშ-ს მკვიდრი, რომელიც ქალიშვილზე ოცნებობდა, ზედიზედ 15-ჯერ დაორსულდა იმ იმედით, რომ გოგონას დედა გახდებოდა. ამის შესახებ The Sun იუწყება.

ტეხასელი იალანსია როსარიო 2009 წელს, პირველი ვაჟის დედა გახდა და მას შემდეგ კიდევ რვა ბიჭი გააჩინა. თუმცა ქალი ამაზე გაჩერებას არ აპირებდა, რადგან ის ქალიშვილზე ოცნებობდა. ქალს რამდენჯერმე მუცელი მოეშალა. ბოლო ორსულობისას ქალმა გაიგო, რომ ტყუპებს ელოდებოდა. ქალს იმედი გაუჩნდა, რომ ტყუპებიდან ერთ-ერთი მაინც იქნებოდა გოგო, მისი მოლოდინი გამართლდა.

როსარიო ცოტა ხნის წინ ვაჟისა და ქალიშვილის დედა გახდა. "როდესაც ჩემი გოგონა დავინახე, არ მჯეროდა, რომ სიტყვებს "ჩემი ქალიშვილი" ვამბობდი. მოხიბლული ვიყავი მისით, ის უბრალოდ სრულყოფილია“, - ამბობს ქალი. 11 შვილის დედამ აღიარა, რომ ბედნიერია, გოგონას ამდენი უფროსი ძმა რომ ჰყავს.