ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაიჭრა

ღაზის სექტორი

ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა საცხოვრებელ ზონაზე განხორციელდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ამასთან, ისრაელის სამხედროები ადასტურებენ, რომ იერიში მიიტანეს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოზე.

„განხორციელებული დარტყმის შედეგად „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, რომელიც მდებარეობდა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს კომპლექსში, აღარ ფუნქციონირებს“, – აღნიშნულია ისრაელის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.