ღაზაში ომის დასრულების შეთანხმებას, ხელი ეგვიპტემ, კატარმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს

ნკ

ღაზაში ომის დასრულების შეთანხმებას, ხელი ეგვიპტემ, კატარმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს. შარმ ელ შეიხში ჩატარებულ სამშვიდობო სამიტს 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. მათ შორის იყო პალესტინური ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მონაწილეობაზე უარი თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ""ჰამასს"" შორის სამშვიდობო შეთანხმება 10 ოქტომბერს ამოქმედდა. გუშინ ""ჰამასმა"" წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს 20 ისრაელელი მძევალი გადასცა, საპასუხოდ ისრაელმა კი 1900-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.