„გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს“ – დედოფალ კამილას ხალხი უელსის პრინცესას მხარდამჭერი პლაკატებით დახვდა

გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს

დედოფალი კონსორტი კამილა ამჯერად ფერმერთა კუთვნილ მარკეტში იმყოფებოდა, სადაც მის შესახვედრად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. შეკრებილებს სურდათ გაემხნევებინათ სამეფო ოჯახი და პერსონალური ბარათები გაეგზავნათ უელსის პრინცესისთვის, რომელიც ახლა კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის კურსს გადის. კამილას შეკრებილებმა უამრავი სუვენირი გადასცეს, მათ შორის პლაკატი წარწერით, ,,გაუგზავნეთ ჩვენი სიყვარული ქეითს“.

კამილას განცხადებით, ქეითი უზომოდ ბედნიერია ხალხის ასეთი სიყვარულით და მოუთმენლად ელის საჯარო გამოსვლას. თავის მხრივ კამილამ საჩუქრად მისი და მეფე კარლის პორტრეტიც მიიღო, რომელიც სპეციალურად მათთვის გულშემატკივარმა დახატა.