გარდაცვლილი დედის საწოლში ძილმა კაცი სიკვდილის პირას მიიყვანა - (უცხოეთი)

ძილი

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მცხოვრები მამაკაცი მძიმედ დაავადდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი დედის საწოლში დაიძინა.  ამის შესახებ წერს გამოცემა South China Morning Post.

60 წელს გადაცილებული მამაკაცი სოფელში ცხოვრობდა თავის 86 წლის დედასთან ერთად. შემოდგომაზე ქალის ჯანმრთელობა მოულოდნელად გაუარესდა, დაეწყო დიარეა და ღებინება. ცოტა ხანში ქალი გარდაიცვალა.

პროვინციის სოფლებში გავრცელებულია რწმენა, რომ გარდაცვლილის ახლობლებმა 35 დღის განმავლობაში უნდა იძინონ გარდაცვლილის საწოლში, რათა მისი სული მშვიდობიანად მივიდეს საიქიოში. მამაკაცმაც დაიცვა ეს ტრადიცია და დედის საწოლზე დაიწყო ძილი. მეათე დღეს მან სისუსტე იგრძნო, დაეწყო კუნთების ტკივილი, შემდეგ კი დიარეა და ღებინება, იგივე სიმპტომები, რაც დედამისს ჰქონდა. ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა მოახერხეს.